ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ საერთო საცხოვრებელს აუშენებენ

38
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში 2 359 ათასი ლარია გამოყოფილი.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს მალე 200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ექნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ამასთან ერთად, ოთხსართულიანი შენობა სრულად იქნგება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტში 2 359 ათასი ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა სტუდენტთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწავლო კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლისთვისაც აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 660 543 ლარია გამოყოფილი. 

შენობის სამ სართულზე განთავსდება 30-მდე აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი და ტექნოპარკი.

„ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები სტუდენტები კმაყოფილი დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს, რომელსაც აქვს ჯანსაღი პრეტენზია იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება გათვლილი ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებზე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

მერამდენე ადგილზეა თსუ მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის >>

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.

38
თემები:
განათლება საქართველოში (221)