ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი...

გამოწერა
ტელეკომპანიის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა.

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ტელეკომპანია Imedi საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“, – წერს ტელეკომპანია საკუთარ გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: „მზად ვარ ბრძოლისთვის“

აქედან გამომდინარე, ტელეკომპანია პოლიტიკურ თოქ-შოუებს საეთერო დროს უზრდის.

კერძოდ, თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი თოქ- შოუ „იმედი Live“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება. 

ტელეკომპანიის თვალსაზრისით, მეორე ტურში ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ის შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს უკავშირდება. ტელეკომპანიის განცხადებით, მოსალოდნელია ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა.

სალომე ზურაბიშვილი მომხრეებთან ერთად საარჩევნო შტაბში შედეგების მოლოდინში - Sputnik საქართველო
„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ

„2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი „იმედისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის ვებ–გვერდზე.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ცნობით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ ერთი პროცენტით გაუსწრო -  მან ხმათა 38,64% მიიღო,  ხოლო ვაშაძემ - 37,74%. არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 17 ნოემბრამდე გამოაცხადებს, ორი კვირის შემდეგ კი მეორე ტური გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0