„ორიოლ ი რეშკამ“ თბილისელ ბიჭუნას ოცნება აუხდინა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაცემა „ორიოლ ი რეშკა. პერეზაგრუზკა“ თბილისელ ბიჭს მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში ტური აჩუქა

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. პოპულარული გადაცემა „ორიოლ ი რეშკას. პერეზაგრუზკას“ გადამღები ჯგუფი თბილისში გიორგი მოინახულა და მას ოცნება აუხდინა - წამყვანი ანასტასია ივლეევას ნახვა და მოგზაურობაში წასვლა.

საქართველოში Comedy Woman-ის ვარსკვლავი ისვენებს - ვიდეო >>

გიორგი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭია, გადაადგილდება ეტლით. გიორგი გადაცემა „ორიოლ ი რეშკას“ დიდი თაყვანისმცემელია.

„ეს საყვარელი ბიჭი სულ მიცავდა კომენტარებში, როდესაც გადაცემა ჯერ კიდევ იწყებოდა ტელევიზიასა და ინტერნეტში. და საერთოდ ყველა ჰეოტერს თავის ადგილზე სვამდა“, - ყვება ნასტია ივლეევა.

ვიდეორგოლმა, რომელიც ქსელში 12 ოქტომბერს აიტვირთა, უკვე ათასობით ნახვა დააგროვა.

ნასტიამ ბიჭი თბილისში მის სახლში მოინახულა. წამყვანი ჩაეხუტა მას და პროექტის სიახლეები გააცნო, დამშვიდობებისას კი გიორგიმ ნასტიას ფოტოები აჩვენა.

დემის კარიბიდისი თბილისში - Sputnik საქართველო
დემის კარიბიდისი გახდა, რათა საქართველოში კარგად დანაყრდეს

გადაცემისადმი ერთგულებისა და კეთილი თვისებების გამო ბიჭი დაასაჩუქრეს. მას შესთავაზეს ავიაბილეთები ორ კაცზე ნებისმიერ ქვეყანაში. საბოლოოდ გიორგი დედასთან, ელენესთან ერთად ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრება.

თბილისში 2018 წლის სექტემბერში პოპულარულმა გადაცემამ „ორიოლ ი რეშკა“ ახალი სეზონი გახსნა — პროგრამის ქართული გადაცემა ეკრანებზე 2018 წლის ოქტომბერში გამოვა. მანამდე „ორიოლ ი რეშკა“ საქართველოს სამჯერ ესტუმრა.

ექვსი წლის და 16 სეზონის განმავლობაში „ორიოლ ი რეშკას“ გადამღებმა ჯგუფმა მთელი მსოფლიო მოიარა. მსახიობებმა მოინახულეს ათობით ქვეყანა და ასობით ქალაქი. ამიტომ გადაცემის ავტორებმა მას ახალი სიცოცხლე შესძინეს და შექმნეს განახლებული პროექტი — „ორიოლ ი რეშკა. პერეზაგრუზკა“.

ყველა ახალი ამბავი
0