„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 12 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კობერიძის, კაჭარავას, ხევძმარის და გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, ქვალონის, უფლისციხის, ლარეხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, საქარის და მნათობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის და მცხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კონსტანტინე კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანა კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თბილისის ზღის მიმდებარე ტერტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (დიდი ლილო), თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, ბეთანიის და სამადლოს მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0