პროექტი Ты супер!

საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер! კასტინგს აცხადებს

15
(განახლებულია 18:47 09.10.2018)
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მზრუნველობას მოკლებულ, ბავშვთა სახლებში, მიმღებ ოჯახებსა და მეურვეებთან მცხოვრებ მოზარდებს, რომლებსაც გამორჩეული ვოკალური მონაცემები აქვთ.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ტელეარხი  НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი აცხადებს კასტინგს საერთაშორისო ვოკალური კონკურსის, Ты супер!-ის მესამე სეზონისთვის. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მზრუნველობას მოკლებულ, ბავშვთა სახლებში, მიმღებ ოჯახებსა და მეურვეებთან მცხოვრებ მოზარდებს, რომლებსაც გამორჩეული ვოკალური მონაცემები აქვთ. აგრეთვე იმ მოზარდებს, რომლებიც ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლა-ინტერნატებში ცხოვრობენ.

Ты супер!-ში მონაწილეობის მსურველებმა Sputnik-საქართველოს რედაქციის ფოსტაზე: media@sputnik-georgia.com უნდა გამოგზავნონ:

  • ვიდეო, რომელზეც მონაწილე წარმოადგენს საკუთარ თავს (გვარი, სახელი, ასაკი, ქალაქი და სტატუსი: ვცხოვრობ ბავშვთა სახლში/ინტერნატში/მიმღებ ოჯახში/მეურვესთან) და ასევე რამდენიმე გამოსვლის ჩანაწერს. შეგიძლიათ გამოგზავნოთ კონკურსებზე გადაღებული ვიდეოკადრები;
  • შევსებული განაცხადი.

პირველი შესარჩევი ტურის შედეგები 2019 წლის ზამთარში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ: საბავშვო ვოკალური კონკურს Ты супер!-ის პრემიერა НТВ-ზე 2017 წლის 11 თებერვალს გაიმართა და მალევე გახდა პოპულარული. ბავშვების ვოკალურ მონაცემებს აფასებენ ცნობილი მომღერლები და პროდიუსერები.   

15
თემები:
რუსეთი დღეს (200)