ღრუბელი

დასავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება

53
(განახლებულია 13:18 09.10.2018)
რადარი თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი განთავსდება, რომელიც დასავლეთ საქართველოში ამინდის პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მეტეოროლოგიურ რადარს სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატები გადმოსცემს.

„რადარი ხელს შეუწყობს საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას და ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობა-წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას", – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტეოროლოგიური რადარი თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას.

 

53
თემები:
თბილისი დღეს (868)