თბილისში  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ აქცია-მარათონი გაიმართება

© Pixabay / sasintოპერაცია
ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადების  ლეტალობის  მთავარი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik.  დღეს ძუძუს კიბოს პრევენციისადმი  მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართება, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადადებაში.

ღონისძიება, რომლის  მიზანი  ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციაა,  კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება.

ძუძუს კიბო - ყველაზე გავრცელებული დაავადება 2017 წელს საქართველოში>>>

„მარათონით მოხდება განათლების გაძლიერებისა და სტიგმის  დაძლევის  აუცილებლობის  ხაზგასმა. არსებობს ძუძუს კიბოს გამოკვლევის უფასო სერცისები, თუმცა, მათი სრულფასოვანი გამოყენება არ ხდება. მოსახლეობამ არ იცის რაოდენო მნიშვნელოვანია ნაადრევი გამოვლენა და რატომ არის აუცილებელი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები რეგულარულად", – ნათქვამია განცხადებაშ.

მარათონში მონაწილეობის მიღება ყველა  მსურველს შეუძლია.  მარათონის ფარგლებში მოეწყობა რბოლა, გამარჯვებულების დაჯილდოება, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა.  

ქალი - Sputnik საქართველო
როგორ ავიცილოთ თავიდან მკერდის კიბო

მარათონი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი „ჰერას“ ორგანიზებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

აქცია-მარათონი სლოგანით „გავრთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“  საქართველოში უკვე მეცამეტედ ტარდება: 2005 წლიდან  მარათონი ქუთაისში იმართებოდა, თუმცა, 2009 წლიდან – თბილისში. ის უკვე 10 ათასზე მეტ მონაწილეს ითვლის.

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქტიული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. 

ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება გახდა საქართველოში. ლეტალური დასასრულის მიზეზი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს კვლევების ჩატარებას.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0