საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც 70 წლამდე მამაკაცთა სიკვდილიანობის ალბათობა მაღალია

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსების გაჩერება
ავტობუსების გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
70 წლამდე ქალების სიკვდილიანობის ალბათობა საქართველოში 15,9%-ია, ხოლო მამაკაცებისა – 34,9%.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა ათ ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე მაღალია 30-დან 70 წლამდე მამაკაცების სიკვდილიანობის ალბათობა არაინფექციური დაავადებებით. ამაზე მეტყველებს მოხსენება ჟურნალ The Lancet-ის ვებ-გვერდზე.

რეიტინგში პირველ ადგილზეა მონღოლეთი. შემდეგ მოდიან ფიჯი, ყაზახეთი, თურქმენეთი, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, კირიბატი და ჩრდილოეთ კორეა.

რეგიონული პერინატალური ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში შობადობა 5,6%-ით შემცირდა

ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გააანალიზეს სიკვდილის რაოდენობა კიბოს, გულის, ფილტვების დაავადებებისა და დიაბეტისგან 180 ქვეყანაში. მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში არაინფექციური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური გამოკვლევაა.

ჟურნალმა ასევე წარმოადგინა იმ ქვეყნების სია, სადაც მაღალია 30-დან 70 წლამდე ქალთა სიკვდილის ალბათობა. ათეულში მოხვდნენ სიერა-ლეონე, კოტ-დ'ივუარი, გაიანა, იემენი, ავღანეთი, პაპუა-ახალი გვინეა, მალი, ლესოტო, ჰაიტი და ლაოსი.

საქართველო ამ ათეულში არ მოხვდა, ამ ასაკობრივი კატეგორიის ქალებში სიკვდილიანობის ალბათობა 15,9%-ს შეადგენს. ამ მხრივ მამაკაცების სიკვდილიანობის ალბათობაა 34,9%.

The Lancet ყოველკვირეული რეცენზირებული ზოგადი სამედიცინო, ყველაზე ცნობილი, ძველი და ავტორიტეტული ჟურნალია. ის 1823 წელს ინგლისელმა ქირურგმა ტომას უოკლმა დააარსა და ქირურგიული ინსტრუმენტის სახელი უწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0