თავისუფლების მოედანი თბილისში

სასულიერო პირებმა საკრებულოს წინ კანაფის წარმოების ლეგალიზება გააპროტესტეს

108
(განახლებულია 09:22 16.09.2018)
სასულიერო პირები, რომლებმაც საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს, კვირას კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების და კოსმეტიკის და წამლების წარმოების მიზნით კანაფის მოყვანის ინიციატივის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

ეკლესია საქართველოში კანაფის კულტივირების და ექსპორტის წინააღმდეგია >>

მღვდელმსახურებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან პარაკლისი აღავლინეს და ლოცვები წაიკითხეს. ამის შემდეგ მათ გააკეთეს განცხადება და კონსტიტუციის დონეზე მოითხოვეს თვითგამოხატვის თავისუფლების და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა.

„ეს დაღუპავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის და არასდროს არ იქნება, და ჩვენი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. ჩვენ, სასულიერო პირები აქ შევიკრიბეთ, რომ განვაცხადოთ, რომ ამას არ შევეგუებით“, — განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კვირას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამღვდელოებისა და მრევლის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

108
თემები:
მარიხუანის დეკრიმინალიზაცია საქართველოში (56)