საქართველოს რეგიონებში ყველაზე მეტი განქორწინებული წყვილი იმერეთშია

CC0 / Pixabay / განქორწინება
განქორწინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
განქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია დარეგისტრირებული

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ქორწინების 10,3 ათასი, ხოლო განქორწინების 5,07 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის („საქსტატის") მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

საქართველოში განქორწინების ინიციატორები უფრო მეტად ქალები არიან>>>

„საქსტატის" ცნობით, ქორწინებისა და განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს დედაქალაქშია დარეგისტრირებული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში თბილისში -2 930 ქორწინების, ხოლო განქორწინების 1 912 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
მიღწევა ფსიქოლოგიაში: ღალატისა და განქორწინების წინასწარმეტყველება უკვე შესაძლებელია

რაც შეეხება რეგიონებს, ქორწინების მაჩვენებლით ლიდერობს: იმერეთი -1 574 შემთხვევა, ქვემო ქართლი -1 220 და აჭარა- 1 142 შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში ქორწინების 942 შემთხვევაა რეგისტრირებული, კახეთში- 781, შიდა ქართლში - 684, სამცხე-ჯავახეთში - 462, გურიაში - 322, მცხეთა - მთიანეთში- 237, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია - 79.

რაც შეეხება განქორწინების შემთხვევებს, ამ მხრივ ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირებულია იმერეთში - 817 შემთხვევა . შემდეგ მოდის ქვემო ქართლი - 506, სამეგრელო- ზემო სვანეთში - 422 შემთხვევა.

რეგიონების მიხედვით კი რეგისტრირებული გაქორწინებების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: აჭარა- 371, კახეთი- 344, შიდა ქართლი -308, გურია - 126, სამცხე-ჯავახეთი - 117, მცხეთა-მთიანეთი - 115, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია - 37.

 

ყველა ახალი ამბავი
0