განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროკურატურა განათლების სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების საქმიანობას შეისწავლის

73
(განახლებულია 13:51 13.09.2018)
განათლების სამინისტროს აუდიტი უკვე სწავლობს იმ სავარაუდო დარღვევებს, რომლებიც, შესაძლებელია, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში იქნა დაშვებული.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის, რომლებიც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ორშაბათს თანამდებობებიდან გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

განათლების მინისტრი: სისტემური პრობლემები ახლავე ჩანს>>>

თანამდებობები დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

განათლების სამინისტროს აუდიტი უკვე სწავლობს იმ სავარაუდო დარღვევებს, რასაც, შესაძლებელია, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ჰქონდა ადგილი. გრიფირება სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, როდესაც მათ სახელმწიფო კომისიის წევრები აფასებენ. სწორედ ისინი არჩევენ, რომელი წიგნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

გამომცემლები უკვე დიდი ხანია მსჯელობენ გრიფირების პროცესში შესაძლო დარღვევებზე და საქმის შესწავლას მოითხოვენ.

თავად ბატიაშვილმა თანამშრომლების გათავისუფლება იმით ახსნა, რომ იგი განათლების სისტემაში ახალი რეფორმების გატარებას გეგმავს და „ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა ახალი ხედვა და ენერგია“.

 

73
თემები:
განათლება საქართველოში (208)