სამედიცინო დაწესებულებაში

„როსპოტრებნადზორი" საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით დაინტერესდა

113
(განახლებულია 17:11 09.08.2018)
კვლევების შედეგად დადგინდა დაავადების მიზეზი - ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. „როსპოტრებნადზორმა" (რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახური) საქართველოში დადგენილი წესით მოითხოვა ინფორმაცია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

„როსპოტრებნადზორმა" ინფორმაცია მას შემდეგ გამოითხოვა, რაც სანქტ-პეტერბურგელი ბავშვები საქართველოდან სამშობლოში დროზე ადრე ნაწლავური ჩხირით დაბრუნდნენ.

მოსწავლეები სანქტ-პეტერბურგიდან საქართველოში 10 ივლისს ჩამოვიდნენ. ისინი მესტიაში ისვენებდნენ. პირველ ორ დღეს გადაუღებლად წვიმდა. როგორც „როსპოტრებნადზორში" აღნიშნავენ, წვიმამ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები შექმნა, რაც შეიძლება მოწამვლის მიზეზი გამხდარიყო.

ეპიდემიოლოგიური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები დაავადნენ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით, რომელიც ნაწლავის მწვავე ინფექციის გართულებას წარმოადგენს და დაკავშირებულია პათოგენური ბაქტერიების ჯგუფთან — ენტეროჰემორაგიულ ნაწლავის ჩხირთან.

უწყება რუსეთის მოქალაქეებს სთხოვს, საქართველოში წასვლის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაითვალისწინონ.

უფრო ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განაცხადეს მესტიასა და დედოფლისწყაროში ნაწლავული ინფექციის მასობრივი გავრცელების შესახებ.

ამჟამად ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არის.

113