ტაქსი

რამდენმა ტაქსის მძღოლმა აიღო ლიცენზია ამ დროისთვის

180
(განახლებულია 22:15 06.08.2018)
ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ, რომლის ღირებულებაც 100 ლარია წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ექვს დღეში რეგისტრაცია მხოლოდ 65 ტაქსის მძღოლმა  გაიარა, იუწყება ტელეკომპანია Imedi გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ სპეციალური ნებართვის აღება, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან.

ტაქსების რეგისტრაცია თბილისში 1 აგვისტოდან დაიწყო. რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

თბილისი მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ფიქრობენ, რომ პირველ ოქტომბრამდე დიდი დროა დარჩენილი და ვარაუდობენ, რომ სექტემბერში აქტივობა უფრო გაიზრდება.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებგვერდზე, სადაც მოცემულია მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ავსებს ნებართვის მაძიებელი.

ტაქსის მძღოლი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს >>

ერთწლიანი ნებართვის მისაღებად მძღოლები 100 ლარს გადაიხდიან, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში კი — 50 ლარს.

ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან სრულიად თავისუფალია.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აღნიშნავენ, რომ რეგისტრაციისთვის ხანგძლივი პერიოდი ტაქსებს სპეციალურად მისცეს, რადგან მძღოლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მშვიდად, პრობლემების გარეშე მოაგვარონ რეგისტრაციის საკითხი.


180
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (203)