გოგონა კომპიუტერთან მუშაობს

საქართველოში 1%-მა არ იცის, რა არის ინტერნეტი

41
(განახლებულია 19:07 06.08.2018)
საქართველოში რეგისტრირებულია 755 000 ინტერნეტ-აბონენტი და 160 ინტერნეტ-პროვაიდერი

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გამოკითხულთა 1%-მა არ იცის, რა არის ინტერნეტი — გაირკვა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად.

საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა 23 ივნისიდან 8 ივლისამდე. გამოკითხვა ჩატარდა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით და გამოკითხულ იქნა 2,9 ათასზე მეტი ადამიანი. ცდომილება 1,9%-ს შეადგენს.

კითხვაზე, „რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით?", გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ყოველ დღე, ხოლო 28% აცხადებს, რომ არასდროს არ იყენებენ ინტერნეტს. მესამე ადგილზე არიან ადამიანები, რომლებიც ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებენ (10%), შემდეგ მოდის კატეგორია ადამიანების, რომლებიც იყენებენ ინტერნეტს უფრო იშვიათად (5%) და 1% აცხადებს, რომ ინტერნეტით თვეში ერთხელ მაინც სარგებლობს.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ  ადგილებში გამოკითხულთა 52% იყენებს ინტერნეტს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად, 38% არასდროს  სარგებლობს, ხოლო 10% — იშვიათად.

საქართველოში დღეს 755 ათასზე მეტი ინტერნეტ-აბონენტი და 160 ინტერნეტ-პროვაიდერია. მათგან ყველაზე მსხვილია  Siklnet, Caucasus Online, Magticom და „ახალი ქსელები“. საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. 20 მეგაბიტის საშუალო თვიური ღირებულება წამში დაახლოებით 30 ლარია ($ 12).


41