გაუფრთხილებელი შემოწმებები - შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდა

გამოწერა
მინისტრმა განმარტა შრომის ინსპექტორების მუშაობის პრინციპი, რომლების თავიანთ სამსახურს 1 აგვისტოდან შეუდგნენ

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან ამუშავდნენ შრომის ინსპექტორები, რომლებსაც ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ, ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტრაგიკული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე — შსს სტატისტიკას აქვეყნებს >>

შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი, როგორც საზედამხედველო ორგანო, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც პარლამენტმა მარტში მიიღო. სრულიად შეცვლილი კანონის ძირითადი ნორმები ძალაში ოთხშაბათს შევიდა.

ოთხშაბათს შრომის ინსპექტორებს ტრენინგ-ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მთავრობა ტყიბულის შახტის მართვაზე უარს აცხადებს

„დღეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება, იმ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ. მისი დედააზრი შეგვიძლია გამოვხატოთ ორი მნიშვნელოვანი სიახლით, ერთი, რომ ნებაყოფლობიდან სავალდებულოდ გადაიქცევა ინსპექტირება და მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით შედიან ისე, რომ საწარმოს არ აფრთხილებენ და მეორე, თუ არაგეგმურ შესვლაზე სასამართლოს სანქცია იყო საჭირო, ახლა ის საჭირო აღარ არის“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, შრომის ინსპექტორებს უზრუნველყოფენ სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ზუსტად და გამჭვირვალედ დადგინდეს ესა თუ ის დარღვევა. პირველ ეტაპზე შრომის უსაფრთხოებას დააკვირდება 40 ადამიანი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ინსპექტორის პოსტზე კიდევ 19 ვაკანსია გამოაცხადა.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შრომის ინსპექტორებს ანიჭებს უფლებას საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს გაფრთხილება, გამოწეროს ჯარიმა ან სამუშაო პროცესი შეაჩეროს. 

თუ საწარმოს მფლობელი შრომის ინსპექტორს მუშობის საშუალებას არ მისცემს, მას გაფრთხილებას მისცემენ, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დააჯარიმებენ. შემდგომში ჯარიმა 2 000 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოების სტანდარტებით უკმაყოფილოა >>

ამასთან, 1 აგვისტოდან ამოქმედდა საჯარიმო სანქციები შრომის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის — ჯარიმები 100 ლარიდან 8 000 ლარამდე მერყეობს.

ახალი კანონი მოთხოვს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს დამსაქმებლისთვის, დასაქმებულისთვის და საწარმოში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, დასაქმებულთა პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობის განსაზღვრას და ა.შ.

მუშები მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე თბილისში - Sputnik საქართველო
დასახელდა ყველაზე სახიფათო პროფესიები საქართველოში

შრომის უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად წლის დასაწყისიდან 17 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბრალი ექვს პირს წაეყენა.

სხვა სტატისტიკა მოჰყავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. მათი მონაცემების თანახმად, 2018 წლის დასაწყისიდან სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა.

მუშების მასობრივი დაღუპვის ბოლო შემთხვევა ივლისში მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ოთხი მეშახტე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0