ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

გამოწერა
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა-პროექტირება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანსამბლი მართვე - Sputnik საქართველო
„დაუბრუნდი შენს ფუძეს“: ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში

პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2,5-კილომეტრიანი სიგრძის გზის მშენებლობა. ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ბაკურიანში მშენებლობის წესები მკაცრდება>>>

„შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება", - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მლნ ლარს შეადგენს.

კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტი ბაკურიანი, რომელმაც ფუნქციონირება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. უნიკალური კლიმატური პირობების გამო კურორტი საყვარელი ადგილია როგორც ტურისტებისთვის ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0