ბარათაშვილის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, ბარათაშვილის ხიდი
თბილისი, ბარათაშვილის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მძღოლებს ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე გადაადგილების ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით ცალმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გასულ ღამეს დააწესა.

სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს>>>

მათ, ვისაც ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე სურთ მოხვედრა, შსს ალტერნატიულ მიმართულებას სთავაზობს: ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით, ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.

სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ღვინის აღმართზე ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერება აკრძალული იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0