რისი დაყადაღების უფლება არ აქვს აღმასრულებელს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულების ჩაქუჩი
მართლმსაჯულების ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქონებაზე ყადაღის მოხსნა ხდება მოვალის  მიერ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ

სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემები, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები, დაყადაღებული საბანკო ანგარიშები და ქონება არ არის უცხო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა,  ჭარბვალიანობის ზრდის გამო, საქართველოში 630 ათასი  „შავ სიაში“ მყოფი მომხმარებელი ფიქსირდება, ანუ  630 ათასი  ადამიანი ფინანსურად სავალალო მდგომარეობაშია აღმოჩენილი. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რამდენად მწვავედ დგას ვალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში.

მოვალის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ყადაღა დაედოს მის უძრავსა თუ მოძრავ ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებსაც. ყადაღის დადება მესაკუთრისთვის ნიშნავს, რომ მას ეზღუდება საკუთარი ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა, ანუ ვერ გაასხვისებს, ვერ დააგირავებს, ვერ გააქირავებს და ა.შ.

უძრავი ქონების შემთხვევაში, ყადაღის დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია მოვალე.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ყადაღას ექვემდებარება ყველა ნივთი (გარდა კანონით გათვალისწინებულისა). აქ იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას მდებარეობს,  მის საკუთრებას წარმოადგენს.

როგორც აღვნიშნეთ, აღმასრულებელს უფლება აქვს დააყადაღოს ყველა ის მოძრავი ნივთი, რომელიც მოვალესთან იმყოფება, მიუხედავად მესამე პირების პრეტენზიისა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყადაღის აქტში კეთდება სპეციალური ჩანაწერი. თუ მესამე პირმა სასამართლოს მიმართა  და მისი სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნულ ნივთებს ყადაღა მოეხსნება. ამასთან, თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, აღმასრულებელი მას ყადაღას აღარ დაადებს.

სასამართლო - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, არსებობს ქონება, რომელსაც  აღმასრულებელი ვერ დააყადაღებს:

1.       პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისათვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

2.       მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები (თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა)

3.        წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი (თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა)

4.       პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

5.       პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.

6.       სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება, მათ შორის საარსებო შემწობა.

საეთერო სტუდია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“: ყადაღის შედეგად ტელეკომპანიის ზარალი 700 ათას აშშ დოლარზე მეტი იქნება

7.       იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს  მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, დაუშვებელია სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის ქონებაზე ყადაღის დადება (გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც მათ მიერ დატვირთულია გირავნობით).

ქონებაზე  ყადაღის მოხსნა ხდება მოვალის  მიერ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0