დაავადებები, რომლებსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს

© courtesy of Iltsdailyდასაქმებული
დასაქმებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ ადგილზე დიდი დროით ჯდომა არაერთ დაავადების პროვოცირებას, მათ შორის თვითმკვლელობის რისკის გაზრდას იწვევს

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik. ადამიანებში, რომლებიც დღეში ექვ საათზე მეტი დროით  გაუნძრევლად ზიან, 19%–ით მეტია ნაადრევი სიკვდილის რისკი, ნათქვამია ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების კვლევაში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ არსებობს 14 სახეობის დაავადება, რომლებიც მჯდომარე ცხოვრების წესის დროს იჩენს თავს. მათ შორისაა კიბო,  გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი, ალცგეიმერის დაავადება, პარკინსონი და ა.შ. 

ისინი, ვინც იოგას ვარჯიშს იწყებენ, საკმაოდ სწრაფად ამჩნევენ დადებით ცვლილებებს შეგრძნებებსა და განწყობაში - Sputnik საქართველო
იოგა ქართულად: ჯანსაღი ცხოვრების წესი

 „რაც უფრო ნაკლებად ზიხართ, მით უკეთესია. ერთი საათის განმავლობაში თუ ჯდომის ნაცვლად ერთი–ორი წუთი იდგებით ფეხზე და რაიმე სახის აქტიურ მოძრაობას გააკეთებთ, გაიუმჯობესებთ  ქოლესტერინის დონეს, სისხლში შაქარს და არტერიულ წნევას“, – განაცხადა კვლევის ავტორმა ალპა პათელმა.

სპეციალისტებმა 182 ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რომლებსაც 21 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის დასაწყისში  დაკვირვების არცერთი ობიექტი ქრონიკულ დაავადებას არ უჩიოდა. ექსპერიმენტის პერიოდში 49 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების  ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მჯდომარე მდგომარეობაში ექვს საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ, გაუარესებული იყო.  ადამიანებს, რომლებმაც  მჯდომარე ცხოვრების წესი აირჩიეს, მაღალი ჰქონდათ წნევა, სისხლში შაქრისა და ცხიმების დონე, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში მხოლოდ სამი საათი ისხდნენ. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად გადაადგილდებიან, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება მომეტებული აქვთ.

 „ის, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი თვითმკვლელობის რისკს ზრდის, არარეალურად გეჩვენებათ. თუმცა, დეპრესიულ ადამიანებს არ ჰყოფნით მოტივაცია ადგნენ და ქუჩაში გავიდნენ. ჩვენ ვიცით, რომ რუტინული საქმიანობა ძლიერ მოქმედებს ფსიქიკაზე, ამიტომ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მუდმივად ჯდომა დეპრესიაზე მოქმედებს“, – განაცხადა ერთ–ერთმა მკვლევარმა, დოქტორმა დევიდ კატცმა.

სიკვდილიანობის მომატების მთავარი მიზეზია ის, რომ ჯდომა უარყოფითად მოქმედებს ჰორმონების დონესა და იმუნური სისტემის მუშაობაზე, მიიჩნევენ მკვლევარები.  ამიტომაც ისინი მინიმალური დროით ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.


ყველა ახალი ამბავი
0