ოჯახური ძალადობა

ოჯახში ძალადობის გამო სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

91
(განახლებულია 18:25 10.07.2018)
მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის გასაკონტროლებლად წლის ბოლომდე ელექტრონული სამაჯურები დაინერგება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. 2018 წელს ოჯახურ დანაშაულზე დისციპლინური სახდელი პოლიციის ათ თანამშრომელს დაეკისრა, მათგან სამი კი სამსახურიდან გათავისუფლდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს უტოლდება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა — 1 933 პირის მიმართ. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ექვს თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

ოჯახურ ძალადობაზე სასჯელი მკაცრდება>>>

რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახურ დანაშაულზე დისციპლინური სახდელები დაეკისრათ პოლიციელებსაც.

„ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან", — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი იარაღი ჩამოერთმევა.

გარდა ამისა, მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის გასაკონტროლებლად წლის ბოლომდე ელექტრონული სამაჯურები დაინერგება.

გაზრდილია დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების რიცხვიც. კერძოდ, 2018 წლის 6 თვეში დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის პაკეტი იხილება, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის გამო სასჯელის გამკაცრებას ეხება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება ოჯახში ძალადობაზე სასჯელი; გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა  ხდება დამამძიმებელი გარემოება; ცალკეული დანაშაულებისთვის მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის; შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  კანონპროექტის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.

ბოლო წლებში საქართველოში ოჯახური ძალადობის ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. შსს-ში ამას იმით ხსნიან, რომ ძალადობის მსხვერპლნი პოლიციას უფრო ხშირად მიმართავენ.

91
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში -2018 (107)
სტაციონარი

ბათუმში 400-ზე მეტი პაციენტი კლინიკებს და კოვიდ-ცენტრებს დატოვებს

0
(განახლებულია 19:24 28.09.2020)
ბოლო მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სულ 2 100-ზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო რეგისტრირებული.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში 400-ზე მეტი პირი კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებს დატოვებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

 საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება

„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ-სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამის შესაბამისად დღეს დღის ბოლომდე გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც როგორც ჰოსპიტლებიდან, ასევე კოვიდ-სასტუმროებიდან ბინაზე გაეწერება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ აბსოლუტურად კონტროლირებადია.

დღემდე აჭარაში 2 100-ზე მეტი ინფიცირებული იყო რეგისტრირებული, რასაც დღეს კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტები გამოაკლდებიან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში
მცხეთის რეგიონული სასამართლო

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა

25
(განახლებულია 18:01 28.09.2020)
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენები დასრულდა, მოსამართლემ დღეს არსებითი მოსმენების დაწყების თარიღი გამოაცხადა

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გახმაურებელ საქმეზე დაკავებულმა სამმა არასრულწლოვანმაწინასწარი მოსმენის დროს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს.

დღეს დასრულდა წინასწარი მოსმენები შაქარაშვილის საქმეზე. სასამართლო მკვლელობის საქმის არსებით განხილვაზე გადადის, რომელიც მცხეთის სასამართლოში 8 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება.

ასევე სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა ბრალდებული ხუთი პირის ადვოკატების შუამდგომლობა სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე. 

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა.

პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვანები არიან.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

25
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე