სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები მოსახლეობისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliპროდუქტების მაღაზიაში
პროდუქტების მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას პროდუქტების შეძენისას რეკომენდაციებით მიმართავს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, პროდუქტის შეძენისას გაითვალისწინოს  ხორცისა და რძის პროდუქტების ვადა და შენახვის პირობები. ამის თაობაზე სააგენტო ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექციონ, სად არის განთავსებული პროდუქტი – მაღალი რისკის პროდუქტები მაცივარში უნდა იყოს განთავსებული. 

ასევე, აუცილებლად უნდა შემოწმდეს პროდუქტების შეძენისას ეტიკეტი.

„წაიკითხეთ ეტიკეტი, რომელიც არის მთავარი ატრიბუტი სურსათზე, რომელზეც მწარმოებელი ბიზნეს–ოპერატორი გვეუბნება ამა თუ იმ სურსათის შენახვის პირობებს, სარეალიზაციო ვადას, ტემპერატურას და ა. შ.“, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.

მისი განცხადებით, რადგან მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ეტიკეტი ბევრ შემთხვევაში წასაკითხად ძალზე მოუხერხებელია, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი დადგენილება, რომლის თანახმად, სურსათზე ეტიკეტი მკაფიოდ შრიფტით უნდა იყოს წარმოდგენილი. დარღვევების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლია სააგენტოს ცხელ ხაზზე დაკავშირება ნომერზე – 15-01.


ყველა ახალი ამბავი
0