ლისის ტბა

რამ ჩაანაცვლა ლეღვის ნახარში: დამწვრობის ცენტრს 60-მდე ადამიანმა მიმართა

1031
(განახლებულია 15:51 03.07.2018)
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს, შუადღისას რუჯის მიღებისგან თავი შეიკავონ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მზისგან მიღებული დამწვრობით ექვსი ადამიანი, მათ შორის, 9 წლის ბავშვია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტების ასაკი 9-დან 22 წლამდე მერყეობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში კლინიკას 60-მდე ადამიანმა მიმართა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს, შუადღისას რუჯის მიღებისგან თავი შეიკავონ.

„მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ რუჯის მიღებას, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მზე პიკზეა, ანუ 11-დან 5 საათამდე“, — განაცხადა ქაშიბაძემ.

მისი განცხადებით, დამწვრობის ცენტრში პაციენტების მიმართვიანობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. რაც შეეხება ლეღვის ფოთლის ნახარშს, რომელსაც ძლიერი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, წელს მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა.

საყურადღებოა, რომ ქართველი ქალები საკუთარ რეცეპტებს იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათი გამოყენება კი ხშირ შემთხვევაში მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობას იწვევს.

1031