საქართველოში ბუხრინწები იპოვეს

© FB / Environmental Supervision Departmentხონში მდებარე საცხოვრებელ სახლში ორი ბუხრინწა იპოვეს
ხონში მდებარე საცხოვრებელ სახლში ორი ბუხრინწა იპოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხონში ნაპოვნმა ბუხრინწებმა ბინა თბილისის ზოოპარკში დაიდეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი ორი ბუხრინწა ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით თბილისის ზოოპარკს გადასცეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დათვის ბელები - Sputnik საქართველო
რა ბედი ეწია ცაგერში ნაპოვნ მურა დათვის ორ ბელს

გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტს ხონიდან დაუკავშირდნენ და საცხოვრებელ სახლში ფრინველების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ხონში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ, სადაც ორი ბუხრინწა ნახეს", — ნათქვამია განცხადებაში.

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია. დაახლოებით 33-39 სანტიმეტრი სიმაღლის. იგი გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა 200-მდე სახეობაა შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0