გიმნაზია

მოსწავლეებისთვის ნანატრი არდადეგები დაიწყო

31
(განახლებულია 13:20 15.06.2018)
საჯარო სკოლებში არდადეგები 15 ივნისიდან 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ზაფხულის არდადეგები დაიწყო.

ახალი 2018/2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდა, ხოლო მეთორმეტეკლასელებისთვის — 20 მაისს.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება>>>

2018 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2,4 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. მოსწავლეების დიდი ნაწილი, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან, ნაწილი კი ის მოსწავლეები, რომლებმაც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში. წელს გამოსაშვებ გამოცდებზე 49 ათასი მოსწავლე გავიდა.

უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ. პირველი გამოცდა 2 ივლისს ჩატარდება. წელს 40 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

31
თემები:
განათლება საქართველოში (231)