თელასი

„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

81
(განახლებულია 11:01 13.06.2018)
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს და ხომლელის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუკიანე თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის და სიხარულიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

81
თემები:
თბილისი დღეს (616)