ერთ-ერთი აფთიაქი თბილისში

ზედმეტი წამლები: პაციენტები ექიმების გაკონტროლებას შეძლებენ

194
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა პაციენტს ზედმეტი მედიკამენტების მოხმარებისგან დაიცავს

თბილისი,12 ივნისი — Sputnik. საქართველოში პაციენტებს ექიმის დანიშნულების მიზანშეწონილობის გაკონტროლების შესაძლებლობა გაუჩნდებათ, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტრო ნერგავს პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს, რათა ავადმყოფისთვის დიდი რაოდენობით წამლების დანიშვნა აღიკვეთოს.

სერგეენკოს თქმით, პირველი ივლისიდან პაციენტებს ექიმის დანიშნულების მიზანშეწონილობის გაკონტროლების შესაძლებლობა გაუჩნდებათ. ამისათვის შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომლის დახმარებით პაციენტები ონლაინ-რეჟიმში უწყების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებისგან რჩევის აღებას შეძლებენ და დაადგენენ, ხომ არ დაუნიშნა ექიმმა მათ ზედმეტი მედიკამენტები.

სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ინსტრუმენტი პაციენტს ზედმეტი მედიკამენტების მოხმარებისგან დაიცავს. ახალი ონლაინ-პლატფორმით სარგებლობას ნებისმიერი მსურველი ივლისიდან შეძლებს.

რა სანქციები დაწესდება მედიკოსების მხრიდან აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია.

უფასო მედიკამენტები სოციალურად დაუცველებისთვის >>

მიმდინარე წლის ზამთარში სერგეენკო გამოეხმაურა ადამიანების ჩივილებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ექიმი უნიშნავს ზედმეტ წამლებს და ამასთან ერთად ურჩევს, სად უნდა შეიძინონ ეს წამლები. სერგეენკომ მოუწოდა მოსახლეობას არ გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ დანიშნული წამლის შეძენა მხოლოდ გარკვეულ აფთიაქში არის შესაძლებელი. მინისტრმა დააანონსა ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც მოქალაქეებს პოლიფარმაციისგან მაქსიმალურად დაიცავდა. 


194
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (131)