წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა

42
(განახლებულია 17:27 12.06.2018)
წყლის მილის დაზიანების გამო ახალდაბას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. წყნეთი-ახალდაბის გზაზე ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოწოლილმა მიწის მასამ ახალდაბის მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი დააზიანა, რის შედეგადაც სოფელ ახალდაბას წყალმომარაგება შეეზღუდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასის ჩამოწოლამ წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის წყლის მილი დააზიანა. ამ დროისთვის ადგილზე წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და აღნიშნული მონაკვეთი სრულად შეიცვლება ახლით. როგორც კი დასრულდება სამუშაოები, მაშინვე აღუდგება წყალმომარაგება მოსახლეობას. წყალმომარაგება შეზღუდული აქვს მხოლოდ ახალდაბას, სხვა ყველას მიეწოდება წყალი", – განაცხადა კომპანია Georgian Water and Power-ის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ.

ალფაიძის განცხადებით, წყალმომარაგება ღამით, ან მაქსიმუმ ხვალ დილით აღდგება.

ორშაბათს, საღამოს მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ თბილისშიც პრობლემები შექმნა — დაიტბორა ქუჩები, სავაჭრო ობიექტები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ავტოსადგომები.

მთელი ღამის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

42
თემები:
თბილისი დღეს (707)