გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი 112 საქართველოში

რა პრობლემები შეექმნა „112"-ს

82
(განახლებულია 15:35 12.06.2018)
პროგრამული ხარვეზის გამო ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში პროგრამული ხარვეზის გამო ზარების მიღება დროებით შეფერხებულია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღვარცოფი თბილისში – დატბორილი ქუჩები, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილები>>>

„112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება", — აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრს „112"-ის Facebook-გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით მიმართოს.

თბილისში გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონიდან 153 შეტყობინება შევიდა.

82
თემები:
თბილისი დღეს (707)