„ბორჯომის" სამშობლო სამუზეუმო ქალაქი გახდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომის პარკი
ბორჯომის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ ბორჯომში ხუთი მუზეუმი გაიხსნება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ბორჯომი სამუზეუმო ქალაქად გადაიქცევა, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლიკანი - Sputnik საქართველო
ლიკანში ე.წ. მაცივარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი — სამუზეუმო ქალაქი" ითვალისწინებს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რესტავრაციას.

ახალი კავალერიის კორპუსში გაიხსნება გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი, მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი, ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – მინერალური წყალი  „ბორჯომის" ისტორიის მუზეუმი, ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი.

ყველა ახალი ამბავი
0