სოფო ბათილაშვილი

„მხოლოდ ქართული" გაირკვა მეგა-შოუს გამარჯვებული

292
(განახლებულია 14:49 12.06.2018)
სოფო ბათილაშვილმა დაიპყრო როგორც კონკურსის ჟიურის წევრების, ისე პოპულარული მუსიკალური შოუს მაყურებელთა გულები.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. დამწყები მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პოპულარული მეგა-პროექტის „მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული გახდა.

ფინალური ტურის სამი სიმღერის შესრულების შემდეგ სოფომ 300 ქულა დააგროვა. კონკურსის საფინალო დღეს სულ დაახლოებით 700 ათასი ზარი დაფიქსირდა.

„მხოლოდ ქართული“ – საინტერესო ფაქტები და საუკეთესო ნომრები>>>

მეორე ადგილზე 270 ქულით საბა კემულარია გავიდა, მესამე ადგილზე კი ალექსანდრე მრელაშვილი. ბოლო, მეოთხე პოზიცია კოსტა კარანაძემ დაიკავა, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა, რომ იგი Rustavi2-ის რჩეული გამხდარიყო, რომელსაც ტელევიზიამ პრიზის სახით 10 ათასი ევრო გადასცა.

სხვა ფინალისტებზე განაწილდა სპონსორების სხვადასხვა პრიზებიც. დანარჩენი პრიზები კი, დაწყებული მთავარი პრიზიდან – თბილისში ბინიდან, სოფო ბათილაშვილმა მიიღო.

„მხოლოდ ქართული" — ეს ტელეკომპანია Rustavi2-ის ახალი მუსიკალური პროექტია. სხვა მუსიკალური შოუებისგან განსხვავებით აქ მონაწილეები მხოლოდ ქართულენოვან კომპოზიციებს ასრულებენ. კონკურსის ჟიური, მომღერალ სოფო ნიჟარაძის, მუსიკოს და ტელეწამყვან მარინა ბერიძის და მომღერალ გიორგი უშიკიშვილის შემადგენლობით, რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა ახალ ტალანტებს ქვეყნის მასშტაბით და საბოლოოდ შოუში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს.

292
თემები:
საქართველო და კულტურა (682)