გაზაფხული თბილისში

ონკოლოგები მთელი მსოფლიოდან საქართველოში შეიკრიბებიან

402
(განახლებულია 16:07 11.06.2018)
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს და რეგიონის წამყვანი მეცნიერები და ექიმები: უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები, პათოლოგოანატომები.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონგრესი ონკოლოგიური უროლოგიის სფეროში თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში უროლოგიური კიბოს, კერძოდ, პროსტატის, შარდის ბუშტის და თირკმლის მკურნალობის ტაქტიკა დაჩქარებულად იცვლება, უცხოელმა ონკოლოგებმა თბილისში ფორუმზე შეკრება გადაწყვიტეს, რათა აღნიშნული მიმართულებით ბოლო ტენდენციებს გაეცნონ. ღონისძიების მიზანია მძიმე დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 15 ქვეყნის მოწინავე ონკოლოგები – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, უზბეკეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები.

ღონისძიება უროლოგიური ონკოლოგიის საზოგადოების (აშშ), ევროპის უროლოგთა ასოციაციის, მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაცის, ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების, ასევე რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უზბეკეთის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციების მხარდაჭერით ჩატარდება.

402
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (147)