რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა – შსს განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბური საპროტესტო აქციის გამო რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ დაკეტილია.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების გამო ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი მარშრუტების სქემა გაავრცელა.

პარლამენტის შენობის წინ იმართება ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ". სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის გამო N1 საჯარო სკოლიდან 9 აპრილის ქუჩის და რუსთაველის გამზრის კვეთამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დაკეტილია", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილებისას ავტომობილებმა უნდა ისარგებლონ ჭიჭინაძის ქუჩით (N1 საჯარო სკოლასთან), ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გავლით და 9 აპრილის ქუჩით დაბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე.

რუსთაველის გამზირიდან (N1 საჯარო სკოლასთან) მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრავი ავტომობილები უნდა ჩავიდნენ ჯორჯაძის ქუჩაზე, საიდანაც თაბუკაშვილის ქუჩის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას.

ზაზა სარალიძე აქციაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში გახარიას და წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

თავისუფლების მოედნიდან „ვარდების მოედნის" მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რუსთაველის გამზრიდან (კინოთეატრ "რუსთაველთან") ჩავლენ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე და მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ. ჭანტურიას ქუჩის გავლით კი ავტომობილების ნაკადი მოხვდება რუსთაველის გამზირზე და გააგრძელებს მოძრაობას პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების) მოედნის მიმართულებით.

საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.

ყველა ახალი ამბავი
0