ძველი ბათუმის ეზოები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება

გამოწერა
ბათუმის მერია პირველ ეტაპზე იმ ეზოების სახეცვლილებით დაკავდება, რომესაც აქვს თავისი ისტორია

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ბათუმის მერია ძველი ბათუმის ეზოების კეთილმოწყობას და განახლებას გეგმავს, რათა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, იუწყება ტელეარხი „აჭარა".

ახალი ინიციატივის თანახმად, მოსახლეობას საშუალება მიეცემა საკუთარი ეზოები კომერციული მიზნისთვის გამოიყენოს. საინტერესო პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ქალაქის ხელისუფლება ათი ეზოს პროექტს დააფინანსებს.

ერევანი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა ერევანი–ბათუმის მატარებლის მოძრაობის დაწყების თარიღი

„ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ ბათუმის ეზოები შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის წყაროდ. ამორტიზებული შენობა და ეზო ძალიან კარგ ობიექტად მოგვევლინოს. ეს ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ და იქ ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს", — განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კობახიძემ.

ბათუმში ზღვაში ბანაობის სეზონი გაიხსნა>>>

მისი სიტყვებით, ძველი ბათუმის შემთხვევაში ორი კონფლიქტური მხარე არსებობს. ერთი — მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მეორე მხრივ კი მერია მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის უფლებას ვერ გასცემს, რათა ქალაქის იერსახე არ დაიკარგოს.

„ამიტომ გადავწყვიტეთ, ისტორიული განაშენიანების ზონაში პირველ ეტაპზე 10 ეზო შევარჩიოთ. კვლევა ტენდერის ფარგლებში ჩატარდება, აირჩევა ეზოები, რომლებსაც აქვთ ხიბლი, სახასიათოა, რომლის უკანაც დგას ისტორია. ტურისტს იზიდავს არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ ლეგენდაც, რომელის მონაწილეც ის ხდება. მით უმეტეს, ბათუმი ძალიან მდიდარია ისტორიული წარსულით'', — აცხადებს ლაშა კომახიძე.

ქალაქის მერის განცხადებით, ეზოების პროექტებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ძველი ბათუმელები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და ეკონომისტები შევლენ.

„ეს ეზოები რეალურად საინტერესოა ტურისტებისათვის და ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, ეს ეზოები გადავაქციოთ პატარა მიკროსამყაროებად, რომელშიც ყოფნა მათთვის საინტერესო იქნება. თუ ადამიანს მივცემთ საშუალებას, საკუთარი ეზო შემოსავლის წყაროდ აქციოს, არა მგონია არ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა'', — აღნიშნა კომახიძემ.

ბათუმში ფრენები გახშირდა>>>

პირველ ეტაპზე თითოეული ეზოსთვის, გრანტის სახით, 10 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტის განხორციელებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება.

ბოლო წლებში ქვეყანაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის. ბათუმი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0