ინოვაციების ლაბორატორია

ფესტივალი „STEM–განათლება“ თბილისში პირველად ჩატარდება

29
(განახლებულია 13:58 06.06.2018)
ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არა მარტო მოსწავლეების ნამუშევრების გაცნობა, არამედ ექსპერიმენტებში მონაწილეობაც.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ფესტივალი „STEM–განათლება“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, თბილისში შაბათს, 9 ივნისს გაიმართება, იუწყება Новости-Грузия ღონისძიების ორგანიზატორებზე დაყრდნობით.

ბოლო წლებში მსოფლიოს მასშტაბით მოსწავლეებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება „STEM–განათლება“ (Science, technology, engineering and mathematics). აღნიშნული მეთოდი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, მათემატიკას და ამასთან მოსწავლეებს ეხმარება თეორიის არა მარტო პრაქტიკული მეცადინეობებით შესწავლაში, არამედ გაცნობიერებაში, თუ რისთვის შეიძლება გამოადგეთ მიღებული ცოდნა.

ამის წყალობით მოსწავლეების თვალსაწიერი ფართოვდება და ისინი ისეთი პროექტების გამომგონებლები ხდებიან, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას აღწევენ.

„STEM–განათლების“ ფესტივალზე ახალბედა სწავლულები და გამომგონებლები დამთვალიერებლების წინაშე საინტერესო სამეცნიერო პროექტებს წარმოადგენენ და მათ შესთავაზებენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.

ღონისძიებების ძირითადი ნაწილი მიეძღვნება ექსპერიმენტებს შოუს ელემენტებით. მონაწილეები საკუთარი ნამუშევრების წარდგენას სავაჭრო ცენტრ East Point-ში შეძლებენ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ არა მარტო გაეცნონ მოსწავლეების პროექტებს, არამედ მონაწილეობა მიიღონ ქიმიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და ა.შ. ექსპერიმენტებში.

"უკვე ათ წელზე მეტია IYIPO-ს (International Young Inventors Project Olympiad) საორგანიზაციო კომიტეტი პედაგოგებსა და მოსწავლეებს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებს წარუდგენს. წელს „STEM–ფესტივალის“ ფორმატში ჩვენ მოსწავლეების წახალისება გადავწყვიტეთ. მსგავს პროექტებში ბავშვების ჩართულობა ხომ მოტივაციაა ახალი გამოგონებების შექმნისთვის", — განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საფეტ ბაირაქთუთანმა.

მთლიანობაში ფესტივალის სტუმრები დაახლოებით 60 საინტერესო ექსპერიმენტისა და ინოვაციური გამოგონების დათვალიერებას შეძლებენ.

პროექტში მონაწილეობას იღებენ 12-18 წლის მოსწავლეები, რომლებიც დამთვალიერებლებსა და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, პროექტებსა და იდეებს გაუზიარებენ.

29
თემები:
განათლება საქართველოში (169)