ლაბორატორია

საქართველოს მოსახლეობას კანის კიბოს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდება

705
(განახლებულია 20:30 04.06.2018)
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანზე საეჭვო წარმონაქმნები აქვთ, სპეციალისტებთან უფასო გასინჯვას შეძლებენ

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი 7-9 ივნისს კანის კიბოსა და მელანომაზე უფასო გამოკვლევებს ჩაიტარებენ, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

შექმნილია კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა >>

უფასო გამოკვლევები გაიმართება საერთაშორისო კამპანია „ევრომელანომას“ ფარგლებში, რომელიც კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება.

„ვისაც აქვს კანზე საეჭვო წარმონაქმნი, ხალი, შეუძლია წინასწარ დარეკოს „ევრომელანომის“ ცხელი ხაზის ნომრებზე“, — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებია:

თბილისში: 2305417, 2182258

გორში: 271 001

ქუთაისში: 241 248

ბათუმში: 568 104 410.

ცხელი ხაზი იმუშავებს ყოველდღე 10:00-დან 17:00 საათამდე.

კამპანია „ევრომელანომა“ პირველად ჩატარდა ბელგიაში, ექვსი ბელგიელი დერმატოლოგის ინიციატივით. დღეისათვის ის ყოველწლიურად მაისის თვეში 33 ქვეყანაში ტარდება.

საქართველო ამ კამპანიას  „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით 2012 წელს შეუერთდა და 2012-2016 წლების განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში 4500-მდე მოქალაქე გაისინჯა. 

გამოვლინდა დაავადების შემთხვევები და ჩატარდა უფასო ოპერაციები.

კამპანია „ევრომელანომას“ მხარს უჭერს თბილისის მერია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
705
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (164)