რა ულტიმატუმი წაუყენა კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძეს

© FB / Georgian News Feedზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური მზადაა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დეტალები მხოლოდ მოკლული მოზარდების მშობლებთან განიხილოს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან ზაზა სარალიძესთან და დავით დადუნაშვილთან შესახვედრად მზადაა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის მსვლელობისას ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ორშაბათს, 4 მაისს, 14:00 საათისთვის კვირიკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ.

ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან ერთად კვირიკაშვილთან შეხვედრას აპირებს>>>

მთავრობის პრეს-სამსახურში დააზუსტეს, რომ პრემიერი მზადაა გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოკლული მოზარდების მშობლებთან განიხილოს, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე.

„თუ ისინი (მშობლები — რედ.) ისურვებენ, მათ შეუძლიათ შეხვედრაზე სახალხო დამცველთან ერთად მოვიდნენ. შეხვედრის შემდეგ კი მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ შეხვედრის მონაწილეებისგან კომენტარები ჩაწერონ", — აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა სარალიძემ პროტესტის რადიკალურ ზომას — ქუჩის აქციებს მას შემდეგ მიმართა, რაც 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი დათო სარალიძე. მკვლელობაში ბრალდებულ პირს სასჯელი მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის, რადგან პროკურატურამ ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ მან მოკლა დავით სარალიძე. სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ჩინოსნებმა და გამომძიებლებმა მომხდარის რეალური დეტალები დამალეს და მისი შვილის მკვლელს ხელს აფარებდნენ.

აქცია ვაკის პარკში: „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“>>>

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად უკვე მეოთხე დღეა რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება. სარალიძეს უკვე შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ახალი საქართველო", „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" და სხვები. აქცია სამოქალაქო პროტესტიდან პოლიტიკურში გადაიზარდა, შესაბამისად, მოთხოვნებს შორის გაისმა მოთხოვნა მოქმედი ხელისუფლების გადადგომის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0