„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა

გამოწერა
ამ დროისთვის ჰიდროელექტროსადგურზე სამი აგრეგატი მუშაობს, საღამოსთვის კი მეოთხე აგრეგატის ჩართვაც იგეგმება

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „ენგურჰესმა“  24 მაისს მომხდარი ავარიის შემდეგ მუშაობა განაახლა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

 „ენგურჰესის" ავარიულმა გამორთვამ საქართველოს ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, რის შედეგადაც თბილისისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა. 

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ენგურჰესის რემონტზე კიდევ 28 მილიონ ევროს გამოუყოფს
 ჰიდროელექტროსადგურზე ავარიის მიზეზი რიგი სექტორების დატბორვა გახდა.

ავარია „ენგურჰესზე“: დასახელდა პირველი აგრეგატის ჩართვის თარიღი>>>

„ხუთშაბათს ღამით ორი აგრეგატი ჩაირთო, პარასკევს კიდევ ერთი. საღამოსთვის მეოთხე აგრეგატიც უნდა ჩაირთოს და მუშაობა სრულად აღდგება“, – განაცხადა ხუბუამ.

 „ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0