ავარია „ენგურჰესზე" – ხელისუფლება პირველ კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ რა დრო დასჭირდება ჰიდროელექტროსადგურის აღდგენის სამუშაოებს, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. „ენგურჰესის" ჰიდროელექტროსადგურზე ავარიის მიზეზი რიგი სექტორების დატბორვა გახდა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხუთშაბათს „ენგურჰესის" ავარიულმა გამორთვამ საქართველოს ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, რის შედეგადაც თბილისისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მოცემულ მომენტში თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.

„ენგურჰესზე" ავარიამ უშუქოდ დატოვა თბილისისა და ქვეყნის რეგიონების ნაწილი>>>

„წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას. გუშინ ჩვენ ქვეყნის სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით სარეზერვო სიმძლავრეები ავამოქმედეთ და მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი განვახორციელეთ", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ენგურჰესის რემონტზე კიდევ 28 მილიონ ევროს გამოუყოფს

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიით მომარაგების ერთადერთი წყარო „ენგურჰესია", რომლის ავარიულმა გამორთვამ უშუქოდ დატოვა ამ რეგიონის მოსახლეობა. ქუმსიშვილის განცხადებით, აფხაზეთის ენერგომარაგების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებას, დღის მეორე ნახევარში დაზუსტდება ენერგომარაგების უზრუნველყოფა რუსეთის დახმარებით მოხდება თუ სხვა წყაროს საშუალებით", — განაცხადა მან.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

ყველა ახალი ამბავი
0