„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringer"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, კოტე აფხაზის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0