პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვეს

© photo: National Bank of Georgia / FBპირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოშვებული საკოლექციო მონეტა
პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოშვებული საკოლექციო მონეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი მონეტის ღირებულება 100 ლარს შეადგენს

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარადგინა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა, რომელიც  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ეროვნული ბანკისათვის გამორჩეულად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობა არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში“, — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტის პრეზენტაციაზე.

ეროვნული ბანკის საცავი - Sputnik საქართველო
ბორდოს გამოფენისათვის ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოშიო ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის და მისი შეფასებით, ამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე ქართული სახელმწიფოს ხასიათს ასახავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მონეტის გამოშვებით ისტორიაში კიდევ ერთი მშვენიერი ფურცელი ჩაიწერა.

მონეტების შეძენა შესაძლებელია ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარელში ფულის მუზეუმში და ბანკის ონლაინ-მაღაზიაში. ათი ლარის ნომინალის მონეტა მიმოქცევაში 1500-იანი ტირაჟით გამოვა, განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები — მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: „26 მაისი", „1918", „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და „10 ₾".  

მონეტის რევერსზე გამოსახულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოები. ძირითად კომპოზიციას წარმოადგენს მოფრიალე დროშები, საქართველოს სახელმწიფო გერბი და წარწერები: „საქართველო", „10 ლარი", „2018" და GEORGIA.

ეროვნულმა ბანკმა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა >>

საკოლექციო მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა ღონღაძე. მონეტის წონა 15,5 გრამს შეადგენს, დიამეტრი — 33 მილიმეტრს.

 

ყველა ახალი ამბავი
0