კალათბურთი

ლისის ტბა ყოველკვირეულად „თბი–ლისს“ უმასპინძლებს

82
(განახლებულია 09:32 18.05.2018)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ პერიოდულად სპორტულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ყოველკვირეული სპორტული ფესტივალი „თბი–ლისი“, რომელიც ახალგაზრდებს შორის სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, სტარტს ლისის ტბაზე აიღებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, ყოველ შაბათს გაიმართება. 

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ძალები მოსინჯონ კალათბურთში, ჭიდაობაში, კრივში, გოლფში, ჭადრაკში, ნარდში, ფარიკაობაში, მხატვრულ ტანვარჯიშსა და მაგიდის ჩოგბურთში. სპორტული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩატარდება.

გარდა გამაჯანსაღებელი და სპორტული პროგრამებისა, ფესტივალი კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 „თბი–ლისის“ ფარგლებში მოეწყობა არტ–ბაზრობა, სადაც ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.

ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, ფესტივალი ქართული ჯგუფ „სალიოს“ კონცერტით გაგრძელდება და სხვადასხვა დი–ჯეების გამოსვლით დასრულდება.

მონაწილეების რეგისტრაცია ღონისძიების დაწყებამდე მოხდება. ფესტივალზე დასწრება უფასოა.


82
თემები:
სპორტი და საქართველო (435)