ბაადურ წულაძე

თბილისში ბაადურ წულაძეს გამოემშვიდობნენ

99
(განახლებულია 18:51 17.05.2018)
საქართველოში მსახიობსა და კინორეჟისორს ბაადურ წულაძეს გამოემშვიდობნენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ბაადურ წულაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, იუწყება საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო. 

83 წლის წლის მსახიობი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

მისი დებიუტი კინოში 1965 წელს შედგა მიხეილ კობახიძის ფილმში „ქორწილი“, რასაც მოჰყვა ფილმები „ბურატინოს თავგადასავალი“, „გიორგობისთვე“, „ცისკრის ზარები“, „არ დაიდარდო!“, „ფერისცვალება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „პეპელა“, „პირველი მერცხალი“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „ფესვები“ და ა.შ. 

1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970), დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“.

1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

99
თემები:
საქართველოს სიამაყე (119)