ტურისტები

მილიონები ინფრასტრუქტურისთვის რაში დაიხარჯება 30 მილიონი ლარი

42
(განახლებულია 16:43 16.05.2018)
დამატებითი დაფინანსების წყალობით თბილისის მერია მიმდინარე წელს შეძლებს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა თბილისის მერიას დამატებით 30 მილიონ ლარს გამოუყოფს, ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის კახა კალაძის სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

„დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება", — განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ დღეებში მთავრობის გეგმები გაახმოვანა, რომელიც მოსახლეობაში სპორტული აქტივობის ამაღლებას გულისხმობს.

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ნარკოტიკების გამოყენებას ჯანსაღი ცხოვრების წესი დაუპირისპიროს.

დღეისათვის თბილისის მერიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 897 მილიონი ლარია.

42
თემები:
თბილისის მერია (83)