როდის დაიწყება საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი კლასების მიხედვით განსხვავებულია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოსწავლე საკლასო ოთახის შესასვლელში - Sputnik საქართველო
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა – განათლების სამინისტროს ხედვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანების თანახმად, საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

I კლასი – 25 მაისი, II–III–IV–V–VI–VII–VIII–IX–X კლასები — 15 ივნისი, XI კლასი — 11 ივნისი, XII კლასი – 18 მაისი.

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ისინი თავად ადგენენ ზაფხულის არდადეგების ვადებს.

საქართველოში ახალი 2018/2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0