ღვინო და ცეკვები: „გიორგობას" სიკტივკარში აღნიშნავენ

© AP Photo / Shakh Aivazov"თბილისობა"
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები ქართული კულტურის დღესასწაულს იზეიმებენ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის კომის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღესასწაულს — „გიორგობას" 19 მაისს აღნიშნავენ, ნათქვამია რესპუბლიკის ნაციონალური პოლიტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც კომის რესპუბლიკაში ქართველთა ეროვნულ-კულტურული გაერთიანების ორგანიზებით ტარდება, წმინდა გიორგის ხსენების დღეს (გიორგობას) ეძღვნება.

პრესკონფერენცია „სახალხო დიპლომატია საქართველოში - გუშინ, დღეს, ხვალ - Sputnik საქართველო
როგორი უნდა იყოს ქართული დიასპორა რუსეთში

სიკტივკარში რესპუბლიკური ფილარმონიის სცენაზე გამოვლენ უხტას, სიკტივკარისა და მოსკოვის შემოქმედებითი კოლექტივები და შემსრულებლები.

ფილარმონიის ფოიეში გაიმართება ექსპოზიცია, რომელიც დამთვალიერებელს რესპუბლიკაში ქართველთა ეროვნულ-კულტურული გაერთიანების მოღვაწეობის შესახებ მოუთხრობს. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დეგუსტაცია იგეგმება.

სიკტივკარის შემდეგ „გიორგობა" ვორკუტაშიც გაიმართება ნოემბერში.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და 23 ნოემბერს მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ.
Религиозный праздник Грузии, названный в честь Святого Георгия Победоносца – Гиоргоба - Sputnik საქართველო
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღნიშნავენ.

დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.

გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებელმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.

ყველა ახალი ამბავი
0