ახალდაქორწინებულები

ყველანი ჯვრისწერაზე: საქართველოში ერთდროულად 400 წყვილი დაიწერს ჯვარს

248
(განახლებულია 14:02 14.05.2018)
საყოველთაო ჯვრისწერას ატარებს ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში მეორე საყოველთაო ჯვრისწერა 17 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე მოეწყობა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

„საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება", რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან დაარსდა, ყველას, ვისაც ჯვარი არ აქვს დაწერილი, რეგისტრაციისკენ მოუწოდებს.

პირველი საყოველთაო ჯვრისწერა საქართველოში გასულ წელს გაიმართა. მასში რამდენიმე ასეული წყვილი მონაწილეობდა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იმართება. წელს დაახლოებით 400 წყვილი დაიწერს ჯვარს.

„საქართველოში ბევრია ჯვარდაუწერელი წყვილი, განსაკუთრებით ხანდაზმულთა შორის. მათ თავის დროზე, გასაგები მიზეზების გამო, ჯვრის დაწერა ვერ მოახერხეს. მსურველი საკმაოდ ბევრია. თავიდან ჩვენი ოჯახებიდან, ბებიებიდან და ბაბუებიდან დავიწყეთ, შემდეგ უკვე ამ წამოწყების მასშტაბურ პროექტად გარდაქმნა ვცადეთ", — განაცხადა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად სეხნიაშვილმა.

„საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" მიზანია ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ჯვრისწერის მსურველთა რეგისტრაცია. ამისთვის დაინტერესებულმა წყვილმა წინასწარ უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე 595 59 88 58.

248