მევენახეობის უმშვენიერესი ქვეყანა – საქართველოს ლანდშაფტები იტალიაში შეაფასეს

© FB / Natalia Sorokinaქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს მევენახეობის ტრადიციებისა და წარმატებების შესახებ, ჩატარდა ქართული ღვინოების დეგუსტაცია.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველომ ფორუმზე „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყანა" საპატიო სიგელი მიიღო. ფორუმი იტალიის მევენახეობის რეგიონ პიემონტში გაიმართა, აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საზეიმო ღონისძიება ისტორიულ ციხე-სიმაგრე Grinzane Cavoir-ში ჩატარდა. მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტის რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის კომპანია "მეღვინეობა ხარებას" წარმომადგენლები.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინის ნაკადი - საით მიედინება ქართული ღვინო

დიპლომები ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს გადასცა ქალაქ ალბას მერმა მაურიციო მარელომ.

დაჯილდოება „იუნესკოს საგანძურის" ეგიდით გაიმართა. გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტის მეღვინეთა საზოგადოება Enoteca Regionale Piemontese Cavoir და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი.

სტუმრებს საქართველოს მევენახეობის ლანდშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაესინჯათ ქართული ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ". მათ შორის იყო ღვინოები: ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და კახური მწვანე.

იტალიურმა სანერგე „რაუშედომ" წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები — რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი და ალექსანდროული.

© Sputnik / Maria Tsimintiaყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები უცხოეთში
ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები უცხოეთში - Sputnik საქართველო
ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოები უცხოეთში

 

ყველა ახალი ამბავი
0