დღეს თამარობაა - თამარ მეფის ხსენების დღე

© photo: Sputnik / Tunkel / გადასვლა მედიაბანკშივარძიის ფრესკაზე გამოსახული თამარ მეფე და გიორგი მესამე
ვარძიის ფრესკაზე გამოსახული თამარ მეფე და გიორგი მესამე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 14 მაისს ქართველების ერთ-ერთ საყვარელ, წმინდანად შერაცხულ თამარ მეფეს იხსენებს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება. ის ქართველთა სათაყვანებელი მეფის თამარის ხსენების დღეა.

საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში.

მიხაი ზიჩი - Sputnik საქართველო
სად არის დაკრძალული თამარ მეფე

თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისათვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.

დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც გადმოცემით თამარი ლოცულობდა და სადაც ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე.

წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.

ყველა ახალი ამბავი
0