აქცია თბილისში

„თეთრი ხმაური“ ტაიმ–აუტს იღებს პარლამენტთან აქცია ერთი კვირის შემდეგ განახლდება

104
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მთელი კვირის განმავლობაში აპირებს დააკვირდეს შინაგან საქმეთა მინისტრის დაპირებების შესრულებას

თბილისი, 14 მაისი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტთან  „კლუბური აქციის“ ორგანიზატორებმა აქციების ერთი კვირით  შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, მათ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას  მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა მომავალ შაბათამდე მისცეს, განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული აქცია შაბათს  დაწყო, რომელიც 12 მაისს ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის დროს პოლიცის ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული.

გიორგი გახარია: მე ვიხდი ბოდიშს…>>>

 „ჩვენ ერთკვირიან ვადას ვიღებთ, რათა დავაკვირდეთ სამუშაო პროცესს. ჩვენ შაბათისთვის დიდ აქციას ვაანონსებთ. ჩვენ შევხედავთ, რამდენად რეალისტური იქნება ეს დაპირება და ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

ამ დროსთვის რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. „კლუბური აქციის“ მონაწილეები თანდათანობით ტოვებენ ტერიტორიას, თუმცა, ისინი კვლავინდებურად არიან გარშემორტყმული ორი კონტრაქციის წარმომადგენლების მიერ. სპეცდანიშნულების რაზმები კვლავ მოვლენების ეპიცენტრში რჩებიან.

 

104
თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (52)