საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო: მივმართავთ ყველას თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან

226
(განახლებულია 23:02 13.05.2018)
საქართველოს საპატრიარქო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად,  თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც საპატრიარქოსთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს,  საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა.

„უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად,  თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მეორე დღე მიმდინარეობს მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელზეც ახალგაზრდები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა რუსთაველის გამზირზე. კინოთეატრ „რუსთაველთან“ და მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან ჭავლმტყორცნი მანქანები და სპეცრაზმი გამოჩნდა.

 

 

226
თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (53)